|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა (PHOTO)

ქუთაისში  ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. სანიაღვრე არხებმა ნალექი ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა. ფეხით მოსიარულეებისთვის გადადგილება ქუჩაში შეუძლებელი გახდა. დატბორილია ქალაქის ცენტრალური მოედანი, რუსთაველის გამზირი და სხვა ცენტრალური ქუჩები.

ანალოგიური მდგომარეობის გამო რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაციიის  "ევროპა ჩვენი სახლია" თავმჯდომარემ თორნიკე ბარათაშვილმა დაზიანებული გზების და სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო მერია დაადანაშაულა.  ააიპ "სპეციალური სერვისების" სამსახურში კი განაცხადეს,  რომ ქუთაისში ქუჩების დატბორვა არა ღვარსადენების გაუმართაობამ, ან მისმა არასაკმარისმა მოცულობამ, არამედ მოსული ნალექის ოდენობამ და მასთან ერთად ჩამოშლილმა მასამ გამოიწვია.

   

    

   

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა