|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გელით დღეს? - 18 ივლისის ჰოროსკოპი

როგორი დღე ელით დღეს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანებს? რა უნდა გაითვალისწინოთ,  რომ გარშემომყოფებთან საუკეთესო ურთიერთობა შეინარჩუნოთ და ცხელი  ზაფხულის კვირა დღეც მშვენივრად გაატაროთ? - "ნიუპრესი" გთავაზობთ 18 ივლისის ჰოროსკოპს.
 
ვერძი - თქვენი ხასიათის დამსახურებით ბევრი მეგობარი შეიძინეთ, თუმცა ყველა სანდო არ არის. დღეს ცოტა მეტად უნდა დაფიქრდეთ, სანამ ვინმეს ენდობით. დღეს გონებაგახსნილი ხართ და კომპლექსურ, რთულ გეგმებს შეადგენთ, რომლებსაც იდეალურად განახორციელებთ. კარგი დღეა იმისათვის, რომ დაუმთავრებელი საქმეები დაასრულოთ. არის შესაძლებლობა, რომ გაცივდეთ, ამიტომ შეეცადეთ, რომ ამის პრევენცია მოახდინოთ და ყურადღება მიაქციოთ თქვენს ჰიგიენას. შესანიშნავი დღეა ახალი ურთიერთობის დაწყებისათვის, საყვარელ ადამიანებთან დროის გატარებისათვის, იზრუნეთ მათზე, ისინი ამას დააფასებენ.
 
 
კურო - დღეს თქვენს ყურადღებას პრაქტიკული პრობლემები მიიქცევს, რისთვისაც თქვენ მზად ხართ. შესაძლოა, თქვენ ირგვლივ მყოფებმა ეჭვი შეიტანონ თქვენს მიზნებში, გამოყავით დრო იმისათვის, რომ აუხსნათ მათ შესახებ. დღევანდელი დღე კუროსთვის გამოირჩევა საუკეთესო ფიზიკური და მენტალური მდგომარეობით. თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას პოზიტიური განწყობით მიიღებთ, მისი ეფექტი მომავალში დადებითი იქნება. თქვენი სულიერი სიძლიერე ბევრისათვის შურის საგანი გახდება. გამოიყენეთ ეს დღე საუკეთესოდ, მიყევით დინებას, შეგიძლიათ, სიყვარულშიც გამოუტყდეთ მნიშვნელოვან ადამიანს.
 
 
ტყუპები - თქვენთვის ემოციური დღე იქნება. შესაძლოა, მოგიწიოთ თქვენი გრძნობებისა და ემოციების დღის სინათლეზე გამოტანა, რაც საშიშია თქვენთვის, რადგან აქამდე ეს არ გაგიკეთებიათ, თუმცა ეს პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ტყუპებმა უნდა მიაქციონ ყურადღება როგორც საკუთარ ჯანმრთელობას, ისე ბრაზს. ეცადეთ, აკონტროლოთ ის, რადგან შესაძლოა მნიშვნელოვან ადამიანს აწყენინოთ. თქვენს ჩაცმულობაში ლურჯი ფერიც გამოიყენეთ.
 
კირჩხიბი - დღეს პოზიტიური განწყობით ხართ, თუმცა ნუ ეცდებით ის სხვებსაც გაუზიაროთ - ბევრს არ მოეწონება თქვენი რჩევები! ეს დაგასევდიანებთ, თუმცა არ იდარდოთ, ეს მხოლოდ დროებითია. მოერიდეთ მომენტალური სიამოვნების მიღებას, მომავალში ძვირად დაგიჯდებათ! კირჩხიბმა უნდა გააანალიზოს, რომ მენტალურ ჯანმრთელობას დიდი ზეგავლენა აქვს ფიზიკურზე და თქვენ მენტალურად საკმარისად ძლიერები ხართ იმისათვის, რომ ყველა დაბრკოლებას გაუმკლავდეთ. ენდეთ თქვენს გონებას, სასიამოვნოდ გაგაკვირვებთ. თქვენ ირგვლივ რომანტიკული ატმოსფერო იქმნება, გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა იმისათვის, რომ სასიამოვნო მოგონებები შეიქმნათ პარტნიორთან. მარტოხელა კირჩხიბები კი დღეს განსაკუთრებულ ადამიანებს გაიცნობენ.
 
ლომი - თქვენს ახლობელ ადამიანს ემოციურად გადატვირთული დღე ექნება და ამის მიზეზი თქვენ იქნებით. ლომებს აქვთ ტენდენცია ნაადრევად გამოიტანონ დასკვნები, რაც გამოიწვევს ახლობლის დადანაშაულებას საფუძვლის გარეშე. ამიტომ სჯობს, დაელოდოთ მოვლენების განვითარებას, ისინი თვითონ გამოავლენენ სიმართლეს. თქვენ ენთუზიაზმით ხარ განწყობილი ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმართ. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით. არასდროს დაივიწყოთ თქვენი ჯანმრთელობა, იქნება ეს მუშაობისას თუ გართობისას. დიდი ხანია ტრივიალური პრობლემებისათვის დრო არ დაგითმიათ, რაც დღეს დაგროვდა და საკუთარ თავს კუთხეში მომწყვდეულად გრძნობთ. დაელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს პირდაპირ, დღის ბოლოს უკვე მასთან კომფორტულად იქნებით.
 
ქალწული - პატივისცემით მოეპყარით სხვის შეხედულებებს. წინსვლის გზაზე ხართ, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ "სიფრთხილეს თავი არ ტკივა." არ იწუწუნოთ პრობლემებზე, ენთუზიაზმით გააგრძელეთ ცხოვრების გზა. ინფექციებისა და ალერგიისაგან დაუცველი ხართ დღეს. განაახლეთ თქვენი დიეტა, შეავსეთ ის ვიტამინებით, მიიღეთ ბევრი წყალი. არ განსაჯოთ თქვენი პარტნიორი, მოუსმინეთ მას, შესაძლოა, რამე მტკივნეული გაიგოთ, თუმცა თქვენი პრიორიტეტები გახსოვდეთ, ამის შემდეგ თქვენი ურთიერთობა გაძლიერდება.
 
მორიელი - ნიჭი, რომელიც თქვენთვის მხოლოდ ჰობი იყო, შესაძლოა,  მეტი მნიშვნელობის მქონედ იქცეს. ახალი, დადებითი ცვლილებებისათვის მზად იყავით, ისინი მთელ თქვენს ცხოვრებას შეცვლიან. მორიელს სასიამოვნო და იშვიათი გამოცდილება ექნება. თქვენ იტანჯებით ჯანმრთელობის პრობლემებით, თუმცა დღეიდან ის გამოსწორდება. იზრუნეთ თქვენს დიეტაზე. ნუ მისცემთ უფლებას თქვენს პარტნიორს, ცუდად მოგექცეთ. არ გაქვთ ვალდებულება, მასთან გაჩერდეთ. შემდეგ სიყვარულს მალე იპოვნით.
 
მშვილდოსანი - დროა, შეასრულოთ თქვენი ვალდებულებები. ამისათვის მენტალურ ძალასთან ერთად დაგჭირდებათ დისციპლინა და კონცენტრაცია. თქვენი ჯანმრთელობა დასტაბილურდება და იმ მცირე პრობლემებისაგან, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებდათ, დღეს გათავისუფლდებით. კარგი დღეა იმისათვის, რომ ღიად განიხილოთ პრობლემები პარტნიორთან. გაუმხილეთ მას თქვენი საიდუმლოებები. ეს დაგეხმარებათ მასთან არა მარტო რომანტიკული, არამედ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.
 
თხის რქა - დღეს გრძნობები გამძაფრებული გექნებათ, სიყვარულსა და სიძულვილს იმაზე მეტად იგრძნობთ, ვიდრე ოდესმე. გექნებათ შესაძლებლობა გაიგოთ, რატომ ვერ უახლოვდებით თქვენს მეგობრებს და გამოასწორებთ ამას. კარგი ცხოვრება მოგწონთ, თუმცა ჯანმრთელობას უგულებელყოფთ. თუმცა, მალე ფიტნესი მიგიზიდავთ, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს ცხოვრებაზე. თქვენს ახლობელ ადამიანს თქვენ მიმართ რომანტიკული ინტერესი აქვს, მაგრამ გსურთ, რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრული იყოს. თუმცა ეს ადამიანი, შესაძლოა, თქვენი ცხოვრების უდიდესი სიყვარული გახდეს. ამიტომ, ჩვენი რჩევაა, კიდევ დაფიქრდეთ მასზე.
 
 მერწყული - თქვენი მოწინააღმდეგეები ეცდებიან თქვენს შეჩერებას, მაგრამ მას გაუმკლავდებით. დაიწყეთ თქვენი დღე, ან დაასრულეთ იგი სეირნობით - პოზიტიურად განგაწყობთ. კოფეინის მაგივრად მიიღეთ ნატურალური წვენი. არ ინერვიულოთ, ყველაფერი განსაზღვრულ დროს მოხდება. მერწყულისათვის ექსპერიმენტების დღეა. რეტრო სტილში გამოეწყვეთ, სხვადასხვა კულტურის სამზარეულო დააგემოვნეთ, იყავით სპონტანური და არ მისცეთ სამყაროს უფლება თქვენს საქმეში ჩაერიოს.
 
თევზები - დროა, თქვენი დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან დასვენება აიღოთ. თქვენ ცდილობდით, რომ თქვენი მოვალეობები სწრაფად შეასრულოთ. ახლა, როცა ისინი შესრულებულია, უნდა დაისვენოთ და დრო საკუთარ თავს დაუთმოთ. როგორც თქვენ ხართ მგრძნობიარე ადამიანი, ისევეა თქვენი ორგანიზმიც. შეიძლება პირღებინით დაიტანჯოთ, ან სხვა ჯანმრთელობის პრობლებით, უმჯობესია, თუ ექიმს გაესინჯებით. ეცადეთ, გამოიყენოთ მცენარეული მედიკამენტები.
თევზებსა და მათ პარტნიორებს იდეალური ურთიერთობა აქვთ, რომლისაც ბევრს შურს, თუმცა თქვენ ხშირად გავიწყდებათ, რომ იზრუნოთ მათზე. დღეიდან დაიწყეთ მათი დაფასება, სცადეთ ფოტოების, ან ლექსის მიძღვნა.
 
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი