|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის პრეზიდენტი ირანელ და თურქ კოლეგებს შეხვდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანელ და თურქ კოლეგებს თეირანში  შეხვდა. სამხრივი სამიტი სირიის კონფლიქტის განსახილვას მიეძღვნა.  

პუტინის თქმით,  შეთანხმდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისთან ერთობლივი დეკლარაციის მიღებაზე, რომელშიც მხარეები პირობას დებენ, რომ სირიაში ვითარების "ნორმალიზაციისთვის"  თანამშრომლობას გააძლიერებენ.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მან და ერდოღანმა უკრაინული და რუსული მარცვლეულის ექსპორტი განიხილეს, ისევე როგორც სასურსათო უსაფრთხოება.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა თურქეთის ლიდერი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებებში შუამავლობის გამო შეაქო და დასძინა, რომ გარკვეული პროგრესი იყო.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა