|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს გაფრთხილება იყო დასავლეთისთვის" -ბორის ჯონსონი

რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს, ისევე როგორც სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლა სოლსბერიში გაფრთხილება იყო დასავლეთისთვის, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  აცხადებს,  რომ რუსული აგრესიის შედეგების მიღება უბრალოდ ხელს უწყობს შემდგომ დარღვევებს.

„ვერ დავუშვებთ, რომ კრემლმა დამოუკიდებელი ქვეყნის ნაწილები მოკბიჩოს და ადამიანებს უზარმაზარი ტანჯვა მიაყენოს. ახლა უნდა ვიმოქმედოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს მოიცავს არა მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, არამედ ნატოს არაწევრ ევროპულ ქვეყნებსაც, რომლებიც პოტენციურად რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. ხოლო ის, ვინც მონაწილეობს ან ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას, როგორიცაა ბელარუსი, მაქსიმალურ სანქციებს დაექვემდებარება“, - აღნიშნავს ბორის ჯონსონი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა