|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შემოვიდა უპასუხისმგებლო კომპანია"-გიორგი ჭიღვარია "თეთრ ხიდთან" დაკავშირებით

"შემოვიდა უპასუხისმგებლო კომპანია"-ამგვარად გამოეხმაურა ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია "თეთრ ხიდთან" დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებას.

მერის განცხადებით, ხიდს ექსპერტიზა ჩაუტარდა, გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად კი ტენდერი გამოცხადდება. სავარაუდოდ, სამუშაოები იმ თანხით შესრულდება, რაც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას არ გადაურიცხა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  არაერთხელ გაგვიცხადებია, რა მოხდა. შემოვიდა უპასუხისმგებლო კომპანია, რომელმაც პროექტი ვერ შეასრულა ისე, როგორც დავალებული ქონდა. ამის გამო კომპანია 200 000 ლარამდე დავაჯარიმეთ, 190 000 ლარი დავუკავეთ.  სასამართლოშია საქმე, ექსპერტიზა ჩატარებულია და  მალე აიტვირთება ტენდერი, ხარვეზები რომ გამოსწორდეს. ამ ყველაფერს შეხედვა და დანახვა უნდა.  პირველ რიგში, ჩვენვე მიგვაჩნია, რომ კომპანიამ  არ გაითვალისწინა და არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ "თეთრი ხიდი"კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის,  ამიტომ უწევთ სერიოზული პასუხიმგებლობა", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

მერმა ჟურნალისტის მედეა ჩოგოვაძის შენიშვნებს უპასუხა, რომელმაც თვითმმართველობა "თეთრი ხიდის" და ამორტიზებული შენობების გამო გააკრიტიკა. 

შეგახსენებთ, "თეთრ ხიდს" რეაბილიტაცია ჩაუტარდა. არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო მერიამ კომპანიას "ალმა რუს საქართველო" სასამართლოში უჩივლა, თუმცა, თავადაც არაერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი.

 

"ბავშვები დახტუნაობდნენ მინაზე" - "თეთრი ხიდის" დაზიანების მიზეზს მერიის მაღალჩინოსანი განმარტავს

"თეთრ ხიდზე" დაკრული სტიკერების გამო მერიამ არასამთავრობო ორგანიზაციის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

ქუთაისში "თეთრი ხიდის" დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

რა თანხა გადაუხადა მერიამ კომპანიას "თეთრი ხიდის" სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის?

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა