"თავისუფალი ზონის" წარმომადგენელი მირიან დეისაძე დააკავეს
თავისუფალი ზონის ქუთაისელი წარმომადგენელი, მირიან დეისაძე დააკავეს. ის გუშინ თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აიყვანეს.
საქმეზე გამოძიება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
აღკვეთის ღონისძიების რა სახე შეეფარდება მირიან დეისაძეს, დღეს გახდება ცნობილი. პროცესი საქალაქო სასამართლოში 10:00 საათზეა ჩანიშნული.
დეისაძე "პიჯაკის საქმიდან" არის ცნობილი, ის ერთ-ერთია, ვინც დავით ლორთქიფანიძის პიჯაკის დაზიანებისათვის იყო დაკავებული.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა


15:24
15:25
21:40
15:55












