თერჯოლასთან ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა
თერჯოლის გადასახვევთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.33%
გაუარესდა - 53.73%
არ შეცვლილა - 11.94%
სულ - 134 ხმა


15:24
15:25
21:40
15:55












