"თეთრ ხიდზე" სტიკერების გაკვრისათვის არასამთავრობო ორგანიზაციის დაჯარიმების საკითხი შესაძლოა, გადაიხედოს
ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის დაჯარიმების ფაქტზე იმსჯელა. საბჭომ გია გოქაძისთვის ჯარიმის გამოწერის ფაქტზე მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება განიხილა.
საკითხი საბჭოზე "ლიბერალური კლუბის“ დამფუძნებელმა გოჩა ჩხეტიამ წარადგინა. მისი თქმით, ხიდზე გამაფრთხილებელი სტიკერის გაკვრა არ იყო კანონსაწინააღმდეგო და მიზნად ისახავდა ადამიანების გაფრთხილებას.
გოჩა ჩხეტიამ საბჭოს მოუწოდა მიმართონ მერს შუამდგომლობით და აღნიშნული ოქმი სასამართლოდან გამოითხოვონ. საბჭომ განცხადებაზე იმსჯელა, ასევე განცხადებები გაკეთდა ხიდის მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათი თქმით, არაა სახარბიელო, როდესაც ხიდი პერიოდულად გადაკეტილია.
ნუგზარ კოხრეიძის განცხადებით, ის ხიდზე სტიკერების დაკვრაში პრობლემას ვერ ხედავს. "ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, თავად მერიას უნდა დაეკრა ეს სტიკრები და გაეფრთხებინა მოქალაქეები. გვიმართლებს, რომ კარგი ამინდია, თორემ არავინ იცის, რა მოხდებოდა და ამას არა მარტო ქუთაისი, არამედ მთელი საქართველო გაიგებდა", - განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
საბჭოს წევრების ნაწილის განცხადებით, კარგი იქნებოდა თუ პრეცედენტი შეიქმნებოდა და ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებდა.
საბჭოს გადაწყვეტილებით რეკომენდაციით მიმართავენ მერს, გადაიხედოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერიამ "თეთრ ხიდზე" დაკრული სტიკერების გამო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა. აქციის ფარგლებში გამაფრთხილებელი შინაარსის სტიკერის დაკვრის გამო მერიამ "ევროპა ჩვენი სახლიას" თავმჯდომარის 500 ლარით დაჯარიმება მოითხოვა.
"სახიფათოა"-ქუთაისში "თეთრ ხიდზე" გამაფრთხილებელი სტიკერები გააკრეს [VIDEO]
"მერია ჩვენს გაჩუმებას ცდილობს" - "თეთრ ხიდზე" საპროტესტო აქცია გაიმართა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















