|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხონის მერის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია

ხონის მერის მოადგილის პოსტი ამ დრომდე ვაკანტურია. როგორც მერიის პრესსამსახურში განმარტავენ, ამ დრომდე მერს გელა ჩოგოვაძის შემცვლელი არ დაუნიშნავს.  

საკადრო ცვლილება მოხდა საკრებულოში. საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე პოსტზე საკრებულოს დეპუტატმა ოლეგ ვაჭარაძემ შეცვალა. რაც შეეხება სიით შემადგენლობას, ახალი დეპუტატი ამ დრომდე საკრებულოში არ წარუდგენიათ. "ნიუპრესის" ინფორმაციით, საკრებულოში სიის მომდევნო ნომერი თენგიზ ტაბიძე შევა. ტაბიძე რკინიგზის დეპარტამენტის მაღალჩინოსანია და როგორც ხონში აცხადებენ, ის საკრებულოში რიგითი წევრის სტატუსს არ დასჯერდება. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თენგის ტაბიძე  საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიბარებს. მან "ნიუპრესთან" კომენტირებისას, განმარტა, რომ სავარაუდოდ, ამ თემაზე კონსულტაციები დადებითად გადაწყდება და ის საკრებულოში შევა, ისევე, როგორც შეთავაზების შემთხვევაში დათანხმდება თავმჯდომარეობას. 

შეგახსენებთ, ხონის მერიის და საკრებულოს რამდენიმე მაღალჩინოსანმა თანამდებობა 25 სექტემბერს დატოვა, მათი წასვლის მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, ხონის მუნიციპალიტეტის 6 წევრს მიწების უკანონოდ გასხვისების ბრალდებით სასამართლომ პირობითი მსჯავრი შეუფარდა. 

ბახტაძეს ტაბიძე შეცვლის? - ხონში საკადრო ცვლილებები გრძელდება

ხონში მაღალჩინოსნები პირობითი მსჯავრით თანამდებობებს ინარჩუნებენ

ხონში მერის მოადგილე და სხვა მაღალჩინოსნები თანამდებობებს ტოვებენ

ხონის საკრებულომ კომისიის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყვიტა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა