მაკა აბულაძის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება
ქუთაისის ააიპ „ბაგა-ბაღების გაერთიანების“ წინააღმდეგ მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ხვალინდელ სხდომაზე, რომელიც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16:00 საათზეა ჩანიშნული #13 ბაგა-ბაღის გამგის მაკა აბულაძის საქმე განიხილება. სავარაუდოდ, ხვალ მოსამართლე საკითხთან დაკავშირებით, ბოლო ვერდიქტს გამოიტანს.
ბაღის ყოფილი გამგე გაერთიანებას მის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და სამსახურში დაბრუნებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ ერთდღიანი გაფიცვის გამო საბავშვო ბაღების გამგეები გაათავისუფლებს. მათგან ერთმა სასამართლო პროცესი უკვე მოიგო. ორი გამგის საქმის განხილვა გრძელდება.
ამავდროულად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები გაერთიანებისა და 187 თანამშრომლის დავაზე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















