|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"დიდია რისკი, რომ ააიპებში დასაქმებულები ხელისუფლებამ არჩევნებში გამოიყენოს"

საკუთარი პოლიტიკური მხარდამჭერების  ააიპებში  დასაქმების თემას ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი. მისი თქმით, მერიის მიერ შექმნილი  შპს-ები და ააიპ-ები ბიუჯეტისათვის ძირითადად წამგებიანია, თუმცა მათი შენარჩუნება იქ დასაქმებული ადამიანების  არჩევნებში მმართველი გუნდის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობით აიხსენება.

„აღნიშნული საწარმოების უმრავლესობა არარენტაბელურია და ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული. ეკონომიკურად წამგებიანი საწარმოების ხელოვნურად შენარჩნუნება და მათი რაოდენობის ზრდა ისევ და ისევ არჩევნებისთვის ამ რესურსის მმართველი პოლიტიკური ჯგუფის სასარგებლოდ გამოყენების მცდელობად აიხსნება“, -განაცხადა  ბარათაშვილმა "ნიუპრესთან" საუბარში.

 მისი თქმით, დიდია რისკი, რომ ააიპებში დასაქმებულები არჩევნებში ხელისუფლების სასარგებლოდ გამოიყენონ:  "ხელისუფლება ქალაქის ეკონომიკური განვითარებისათვის ვერაფერს აკეთებს და ცდილობს სამუშაო ადგილები ბიუჯეტის ხარჯზე გაზარდოს.  ეს აჩენს რისკებს იმისა, რომ ხშირ შემთხვევაში ყოველგვარი კონკურსის გარეშე შერჩეული ადამიანური რესურსი მათივე დამსაქმებლის ინტერესების გატარებისთვის იყოს წინასაარჩევნოდ გააქტიურებული".

ბარათაშვილის განცხადებით, ეს წინასაარჩევნო გარემოზე უარყოფითად მოქმედებს და სხვა პარტიებს სახელისუფლებო პარტიებთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებს.

შეგახსენებთ,  წინასაარჩევნოდ ააიპებში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შესახებ განცხადება "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ  გააკეთა. მერიიდან მის მიერ გამოთხოვილი დოკუმენტაციის თანახმად, ქუთაისის მერიის ააიპებში 90-მდე ახალი თანამშრომელი მიიღეს.

ქუთაისის მერიას 9 შპს და 20-მდე ააიპი აქვს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა