|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრმა 54-ე სეზონი გახსნა

19 საათზე ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 54-ე თეატრალური სეზონი გახსნა. 

წარმოადგენეს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის ოპერა „იყო მერვესა წელსა“.

ოპერას საფუძვლად უდევს რობერტ სტურუას ლიბრეტო, შექმნილი იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამების“ მოტივების მიხედვით. ოპერის მსოფლიო პრემიერა 1983 წელს გაიმართა თბილისის ოპერის თეატრში ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით და რობერტ სტურუას რეჟისურით.

ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერა 2022 წლის 20 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ოპერის დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა, შემდეგი შემადგენლობით: დამდგმელი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი, დამდგმელი რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი, კოსტუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, დეკორაციების დიზაინერი ირაკლი სვანიძე, დამდგმელი ქორმაისტერი ირინე ლომინაძე, დამდგმელი ქორეოგრაფი ვახტანგ უშვერიძე. სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები არმაზ დარაშვილი (მოხეტიალე დასის ხელმძღვანელი, იგივე იაკობ ხუცესი), ბადრი ადამია (ვარსქენ პიტიახში), ნათია მელქაძე (შუშანიკი), ბაკურ კვირიკაშვილი (ჯოჯიკი), ემილ ჩარგაზია (მღვდელი), მიხეილ ქებაძე (მსახური), რამაზ კუბლაშვილი (პირველი მოხუცი), ბადრი სახამბერიძე (მე-2 მოხუცი), კალისტრატე ხარჩილავა (მე-3 მოხუცი), ოთარ აბაზაძე (სპარსი), ირმა შავგულიძე (მათხოვარი), ინგა ფუტკარაძე (ქალი), თეატრის გუნდი, ორკესტრი, ქორეოგრაფიული დასი. სპექტაკლს იდირიჟორებს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა