|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭომ ანგარიში წარადგინა

გენდერული თანასწორობის საბჭო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს წინაშე წლის შემაჯამებელი ანგარიშით წარსდგა. საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები შეაჯამა. ისაუბრა რეკომენდაციებზე, რომელიც აღმასრულებელ რგოლს საბჭოს სახელით გადაეცა და იმ სამოქმედგო გეგმაზე, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა მომდევნო წელი. ასევე საუბარი შეეხო საბჭოს მიერ ინიციატივას ქცევის კოდექსის მიღების თაობაზე.

"ანაგრიშვალდებულება ადგილობრივების წინაშე, მაქსიმალური გამჭირვალობა და ხელმისაწვდომი ინფორმაცია - ეს არის ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს გენდერული თანასწორობის საბჭოს წლის შემაჯამებელი ანგარიშის ნახავა შეუძლია ჩემს ოფიციალურ FACEBOOK გვერდზე "ჩანაწერების" კატეგორიაში. აღსანიშნავია, რომ ნაყოფიერი და შედეგიანი წელი იყო და წინ კიდევ უფრო საინტერესო დღეები გველის" -განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

აქვე, მრჩეველთა საბჭო არის მე-4 პლატფორმა, რომელიც გენდერულმა თანასწორობის საბჭომ ანგარიშის ჩასაბარებლად აითვისა. საბჭო წლის შემაჯამებელი ანგარიშით უკვე წარსდგა საკრებულოს წინაშე. ასევე, ადგილობრივი ტელევიზიის მეშვეობით დეტალურად შეჯამდა საბჭოს მუშაობა და წლის ანგარიში მოისმინეს EECMD ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა