|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისი საერთაშორისო განათლების გამოფენას უმასპინძლებს

პირველ მარტს თბილისში საერთაშორისო განათლების გამოფენა გაიმართება. 

რუსეთის, აშშ-ს და აგრეთვე ევროპისა და აზიის ქვეყნების საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები წარადგენენ თავიანთ საგანმანათლებლო პროგრამებს და უპასუხებენ ყველა დასმულ შეკითხვას,  თუ როგორ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა  საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებელი, წარმატებით გაიაროთ ჩასაბარებელი გამოცდები, დასძლიოთ შესაძლო სირთულეები საზღვარგარეთ ცხოვრების დროს და მიიღოთ ხარისხიანი განათლება მსოფლიო წამყვან სასწავლო დაწესებულებებში.  გამოფენის პროგრამაშია:

  • მაგისტრატურა და ბაკალავრიატი საზღვარგარეთ: რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, აშშ, ნიდერლანდი, გერმანია, შვეიცარია, იტალია და სხვა ქვეყნები;
  • სწავლის ქვეყნის და სასწავლო დაწესებულების შერჩევის ინდივიდუალური კონსულტაციები;
  • ენის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი სპეციალიზირებული კურსები: TOEFL, GMAT, IELTS და ა.შ.
  • სტიპენდიები და გრანტები საზღვარგარეთ უნივერსიტეტებში სწავლაზე;
  • სტუდენტური ვიზების გაფორმებასთან დაკავშირებული კონსულტაციები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.26%
გაუარესდა - 52.78%
არ შეცვლილა - 12.96%
სულ - 108 ხმა