"ნიუპრესის" საახალწლო ნომინაციები
წლის დასასრულს, ტრადიციულად, ყველა შესრულებულ სამუშაოებს აჯამებს. განვლილი წელი მეტ-ნაკლებად საინტერესო მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა, რომელთა მიხედვით, "ნიუპრესმა" 2018 წელს დააწესა სახალისო ნომინაციები და გამარჯვებულებიც გამოავლინა.
წლის წარმატება-ქუთაისის საკალათბურთო გუნდის გამარჯვება
წლის ფრაზა-გიორგი ჭიღვარიას განმარტება პარლამენტის გადატანასთან დაკავშირებით
წლის ტრადიცია - რეორგანიზაცია ქუთაისის მერიაში
წლის ნახატი -გიორგი ჭიღვარიას პორტრეტი
წლის გაცილება - პარლამენტის გადატანა თბილისში
წლის აქცია- პერფორმანსი-მთავრობის გასვენება პარლამენტიდან
წლის უხერხულობა-იაკობ და ნიკო ნიკოლაძეების არევა
წლის შეცდომა-ტერენტი გრანელისთვის საავტორო უფლებების ჩამორთმევა
წლის ხმაურიანი პროექტი -თეთრი ხიდის დაუსრულებელი რეაბილიტაცია
წლის ბრძოლა წესების გარეშე-საკრებულოს დეპუტატების თავდასხმა ოპონენტზე
წლის დაბრუნება-ძველი გვარდია
წლის ფოკუსი -სალომე ზურაბიშვილის ბანერზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახვა
წლის პროექტი- კვლავ რჩება ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომლის მშენებლობაც ყოველ წელს იწყება
წლის ასრულებული დაპირება- ქუთაისში სკეიტპარკის მოწყობა
წლის დაპირება-თანამედროვე სტანდარტების აუზი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















